თეგი: ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებზე, საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ, მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ირაკლი ნადირაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს „ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში. ნიკა მელიამ შიდაპარტიული არჩევნების მოთხოვნაზე თანაპარტიელების განცხადებას უპასუხა ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის – ამომრჩეველს, მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.  

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა. "ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო „არჩევნებზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 49 638-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობა კი 41 264-მა ადამიანმა მიიღო. საარჩევნო სუბიექტების მიერ ხმათა რაოდენობა ასეთია – ნონა მამულაშვილი 1 537 ხმა, რაც ხმების 3.33 პროცენტს შეადგენს, ნიკა მელია 16 476 ხმა –  40 პროცენტი, გიორგი მუმლაძე 1 516 ხმა – 3.68 პროცენტი, ლევან ხაბეიშვილი 21 656 ხმა – 52.58 პროცენტი“,- განაცხადა ნაყოფიამ. შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.  

ნონა მამულაშვილი: არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა

არჩევნებში ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა, - "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ნონა მამულაშვილი სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში, ლევან ხაბეიშვილის გაიმარჯვებას ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა "ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა... ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე", - წერს ნონა მამულაშვილი. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა

ეს გამარჯვება ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას, ყველა პოლიტპატიმარს, ქართველ ხალხს, - "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა "ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება, ბრძოლის ველიდან გაყვანა შეუძლებელია. ამ არჩევნებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა, რომ ის არის არა ერთი რიგითი პარტია, არამედ დიდი ერთობა ჩვენი დაუღალავი ხალხისა, რომელსაც სწყურია გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დავუმტკიცეთ ყველას, მტერსაც და მოყვარესაც, ყველას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ერთგულები ვართ იმ ღირებულებების, რომლებიც სათავეში ედო ენმ-ს დაფუძნებას, ერთგულები ვართ იმ ფასეულობების, რომელმაც შექმნა ვარდების რევოლუცია. ცხადია, პირველი გადაწყვეტილებებიც იქნება დაკაშირებული სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. მიშა, მინდა, შეგპირდე, არ გავჩერდებით, ვიდრე შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება არ იქნება უზრუნველყოფილი. დემოკრატია ჩვენთვის სიტყვის მასალა არ არის, ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც საქმით ამტკიცებს დემოკრატიული, დასავლური ფასეულობების ერთგულებას, ეს არჩევნები ამის ნათელი და პირდაპირ გამოვლინებაა. ჩვენ არ ვაპირებთ ცხადია ზეიმს, დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.  შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

„ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრებმა თანამდებობა დატოვეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა: ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ პარტიული თანამდებობები დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ბაჩო დოლიძე საორგანიზაციო მდივნის პოსტს იკავებდა, აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო, ხოლო გიორგი პატარაია საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი. როგორც მათ განმარტეს, ენმ-ს რიგებში კვლავ რჩებიან, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

ლევან ხაბეიშვილს დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს - თბილისის მერი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითო, რომელსაც ძალიან მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა „დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“. ზოგადად ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას იმას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რა დამოკიდებულება იყო და დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ხაბეიშვილი ვინ არის? არავინ არ არის საერთოდ. ხაბეიშვილი არის კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას მოაშორებენ და გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. თქვენ ნახეთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ისინი ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება თავისი ფარული ჩანაწერებით, ერთმანეთის მიმართ თავისი შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ეს მათი საქმეა, არ მინდა, ჩავერიო მათ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ეს ცხადია და გამოკვეთილია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახლავთ კეზერაშვილ-მერაბიშვილი“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

გაუგებარია ვინ სად მიდის, ან რატომ მიდის - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გაუგებარია მისი კოლეგები თანამდებობას რატომ ტოვებენ. ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს ლევან ხაბეიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა "მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ძალა ერთობაშია და მათ შორის, მეც ამ პოზიციაზე ვარ. საერთოდ გაუგებარია ვინ სად მიდის, რატომ მიდის, მაგრამ მე ვაპირებ ყველასთან თანამშრომლობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა და პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე", - განაცხადა ხაბეიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52,58% აიღო.  

ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბრე - ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, ზელენსკიმ ყველას მიმართა, რომ მისი მოქალაქე გადაარჩინონ - ალასანია „ყველა კარგად აცნობიერებს, რომ პრეზიდენტის მკვლელებს ევროპაში არავინ ელოდება, ეს პერსპექტივა შესაძლოა, ათწლეულებით გადაიწიოს იმ შემთხვევაში, თუ ფატალურად დამთავრდა პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ცხადია, ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივაზე, 12 პუნქტის შესრულებაზე, იმ პრობლემებზე, რომელიც ამ 12 პუნქტის შესრულებისას არის. „ქართული ოცნება“უბრალოდ ცდილობს, რომ ეს ყველაფერი არ შეასრულოს და მეტიც, საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი, ამისთვის ყველაფერს აკეთებს რუსული ოცნება და მმართველი პარტია", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში - ხაბეიშვილი

ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. „პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ისე ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს, 21:00 საათზე, საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში, კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს. ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც“,-განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა ამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ცეცხლი წაუკიდა. ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის რუსული კანონი და უნდა დაიწვას. „ეს რუსული კანონი ისევე უნდა იყოს დამწვარი, როგორც ახლა, პირდაპირ ეთერში ვწვავთ“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე კარებში გაეჩხირებიან - ხაბეიშილი

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე კარებში გაეჩხირებიან და გააკეთებენ ყველაფერს, რომ სტატუსი არ მივიღოთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. „გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს: თამუნას, ლიკას, მაკას გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება და დააიდენტიფიცირებს, დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს ჩუჩელა, გუშინ კაცად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ამ „საქმენი საგმირონის“ უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლებთ, არავინ მოგვცემს ამ კანდიდატის სტატუსს. გუშინ ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონებს და კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, რუსული, ხელს უშლიან ჩვენს ევროპულ მომავალს, უბრალოდ, ტაქტიკურად უკან დავიხიეთო, თორემ ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ევროპული გზა გვაინტერესებსო. მეტიც, მერე მოყვა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებების ლანძღვას, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, რომ თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული ძალები სტუდენტებს იყენებენ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს.  

ჰააგის გადაწყვეტილება გზავნილია ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია - ხაბეიშვილი

ჰააგის გადაწყვეტილება გზავნილია ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია, - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა "ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, უკვე გამოკეტეს მოსკოვში. ეს ნიშნავს იმას, რომ კრემლის იქით, ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილება აუკრძალეს და თუ ამას დააპირებს, გამოკეტავენ ციხეში. მსოფლიო გასცა მისი დაპატიმრების ორდერი. ეს არის გზავნილი დანარჩენი პუტინისტური ქვეყნებისთვის, მათ შორის ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია. შესაბამისად სანქციებიც რუსი ოლიგაქრის წინააღმდეგ უფრო რეალური გახდება",- ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.  

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს

„მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის, პროდასავლური პატიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა 20 ივლისს, „რედისონში“ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. „კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ყველა გამოკითხვით, კვლევით ასევე ყველაზე დიდია პროდასავლურ პარტიებს შორის. ვგულისხმობ „სტრატეგია აღმაშენებელს“. შესაბამისად, დღეიდან ხალხის დაკვეთით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ივანიშვილის დამარცხების. მინდა, მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღამაშენებელს“ და მისი გუნდის თითოეულ წევრს. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლიანი პარტია სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლად თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „დღეს ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი, ნაციონალური მოძრაობასთან, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას, ვქმნით გამარჯვების პლატფორმას, რომელსაც წლებია, ელოდება საქართველოს მოსახლეობა," - აღნიშნა თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ. პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა 20 ივლისს განაცხადა, რომ „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“ და „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „დროას“ თანამშრომლობა „საჭირო და საინტერესო იყო“. „სამეულთან თანამშრომლობა ძალიან საჭირო, საინტერესო და საქმისთვის სასარგებლო იყო. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს არა საარჩევნო, არამედ კონკრეტულ ამოცანებთან დაკავშირებული თანამშრომლობა იყო, 24 თებერვალი მათ შორის. სიებზე და მსგავს საკითხებზე, როგორც მაშინაც ვამბობდით, არასდროს გვქონია საუბარი. ახლა ახალი ეტაპია, სადაც ოპტიმალური საარჩევნო კონფიგურაცია უნდა შევქმნათ ოპოზიციამ და გავაგრძელოთ ბრძოლა. ამ კონსტრუქციაში გიორგი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს თავის თავს, „დროა“ - არა. წარმატებებს ვუსურვებ გიორგისაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“ საკუთარი ამომრჩევლის მაქსიმალურად კონსოლიდაციაში. ჩვენც გვექნება ჩვენი საარჩევნო განაცხადი და ყველაფერს ვიზამ, რომ ის შედეგისთვის, ანუ რუსების გაგდებისთვის და პროდასავლური სამომავლო კოალიციისთვის ოპტიმალური იყოს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რას ამბობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე

„ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება”, ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს. „ვფიქრობ, რომ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს ოპოზიციის მხარეს არის, ეს არის ფუნდამენტური პრობლემები. მე არ ვიცი, ახლა ეს ადამიანები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახოთ, თუ რაშია მათი ძირითადი პრობლემები, თუმცა არ მინდა ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის” გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება, როგორ გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგებიან არჩევნებზე. ყველაზე მთავარი ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების გაგრძელება, რაც „ქართულ ოცნებას“ წამოწყებული აქვს, ასევე, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს,“- განაცხადა კალაძემ. მისი შეფასებით, ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, „ვისაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა, სიმშვიდე, მიუხედავად, ზეწოლებისა, მოწოდებებისა, ეს იქნება სანქციების მიერთება, თუ მეორე ფრონტის გახსნა.“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს თეა წულუკიანის განცხადებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ძველ გაერთიანებასთან დაბრუნებით ცდილობს გაძლიერებას. „ძალიან თუ მოვინდომებთ, ვიყოთ სერიოზულები, უკეთეს შემთხვევაში, ეს გაერთიანება უნდა შეფასდეს იმად, რომ ძალა, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ რაღაც რესურსს შეიძენდა, პოლიტიკოსებად ჩამოყალიბდებოდნენ, იქნებოდა პოლიტიკური გაერთიანება, ხმებს მოიპოვებდნენ და გამოეყვნენ თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“, მე ვიტყოდი, აბსოლუტური ილუზიებით, ახლა ისევ უბრუნდებიან ძველ გაერთიანებას, რომელსაც ისინი იდეურად და იდეოლოგიურად ისედაც ყოველთვის ეკუთვნოდნენ და ამით ცდილობენ საკუთარი თავის გაძლიერებას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება ალბათ ითქვას, რომ, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან ჩვენ არ ველოდებით არავითარ შედეგს,“ - განაცხადა წულუკიანმა.  

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შტაბს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის: კოალიციას შტაბური, კამპანიური მუშაობა სჭირდება. ამის გამოცდილება გიორგი ვაშაძეს აქვს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ წინააღმდეგ. „საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ცვლილებები სჭირდებათ. საქართველოს მოქალაქეს ხელისუფლების მართვის სადავეებიდან ჩამოშორება აქვს გადაწყვეტილი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც მთავარი ძალა იქნება ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ცხადია. შესაბამისად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ კოალიციას სჭირდება, მათ შორის, შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ, პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში, ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს. შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს  

ლევან ხაბეიშვილი: გთავაზობთ, კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ

„გთავაზობთ შემდეგ რამეს, [კანონი] გაიტანეთ პლებისციტზე, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე,“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საჭიროა, ოპოზიციიდან „ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი.“ „ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათ ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა. გთავაზობთ შემდეგ რამეს, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე ჩაატარეთ. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს პარლამენტი პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე უყრის კენჭს. პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან.  ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ერთ-ერთი ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია